დღეს ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა - "სასწაული მოვლენაა... თეატრი - სასწაულია!"

14:56 02-06-2018
84

ქართველი რეჟისორი, მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი, დიბადა ქ. თბილისში, 1921 წლის 6 თებერვალს.  

1961 წელს მიენიჭა, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება,1981 წელს - სსრკ სახალხო არტისტის, ხოლო 1986 წელს, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.  

მიხეილ თუმანიშვილმა 1949 წელს, დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის, სარეჟისორო ფაკულტეტი.  

1949-1971წწ. მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, რეჟისორად;

1965-1966წწ.  მთავარ რეჟისორად; 

1971-1975წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი;

1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი;

1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი;

1973 წლიდან პროფესორი;

მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის "ადამიანებო იყავით ფხიზლად!"(1951), ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"(1954), კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"(1958), გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"(1963), უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი", "იულიუს კეისარი", ჟ. ანუის "ანტიგონე"(1968), ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება”(1969), ა. ჩხაიძის "ხიდი”(1970); თბილისის ოპერისა და ბალეტის  თეატრში – მოცარტის "დონ ჟუანი", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ჯ. ვერდის "ბალმასკარადი".

მიხეილ თუმანიშვილი კინომსახიობთა თეატრზე:

"სიკეთე უნდა ქმნა. ასე მგონია, სტუდიის შექმნით, კეთილი საქმე გავაკეთე და რაღაც კარგის შეგრძნება მეუფლება. ვინმემ რომ ნახოს, სპექტაკლისთვის როგორ ემზადებიან ჩემი სტუდიელები, როგორ უყურებენ სანთლის ალს, როგორ ურთიერთობენ მასთან, როგორ განაწყობენ ერთმანეთს სპექტაკლისთვის, როგორ განეშორებიან ყოველივე იმას, რაც ყოველდღიურია, დანალექია, ქუჩისაა, წარმავალი… ცდილობენ, მარადიულს ემსახურონ. რა ლამაზია ეს! ბედნიერი ვარ, როდესაც იქვე, სიბნელეში ვდგავარ და მათ ვუთვალთვალებ“  -  მიხეილ თუმანიშვილი.

"70 წლის კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან მაინც ვიმუშავებ, იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს" - მიხეილ თუმანიშვილი.

"რამდენ ხანს გავძლებთ?  ვინ იცის. რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ხანს ვიარსებებთ“ – წერდა მიხეილ თუმანიშვილი კინომსახიობთა თეატრზე. 

ამ თეატრში, მან, სიცოცხლის ბოლო 18 წელი გაატარა.

"სასწაული მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს. და განა თეატრი კი არ არის სასწაული? - როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები, ხასიათები იბადება?! თეატრი - სასწაულია!"... - მიხეილ თუმანიშვილი. 

მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა, 1996 წლის 11 მაისს - დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.  

1999 წელს ჩატარდა, თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ფესტივალი;

კინომსახიობთა თეატრს, მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიენიჭა.  

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე