ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

22:48 02-05-2018
29

ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება​ – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ტალახაძემ გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ძალოსანი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვა 2018 წლის იანვარში ჩაატარა.

ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გასულ წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.