ქართველმა მოციგურავე წყვილმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა

11:39 02-04-2018
59

პოლონეთის ქალაქ ტორუნში სხვადასხვა ასაკის ფიგურულ მოციგურავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი “მენტორ ტორუნ 2018” გაიმართა. 

ტურნირზე საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ასპარეზობდა.

ქართველ მოციგურავეთა წყვილმა მთავარ მეტოქეს, უკრაინელ წყვილს 2.1 ქულით გაასწრო და საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.“მენტორ ტორუნ 2018-ში” ოცზე მეტი ქვეყნის ასმა მოციგურავე მონაწილეობდა