ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება კიდევ ერთხელ მიენიჭა

23:50 02-02-2018
23

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა გიბრალტარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა და ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ოფიციალურად ფიდეს უახლოეს კონგრესზე მიენიჭება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ეს წოდება ბაციაშვილმა გასულ წელს, ანტალიაში გამართულ შეჯიბრზეც მიიღო.

გიბრალტარის დიდ საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენები შედეგით, ნინო ბაციაშვილმა საკუთარ რეიტინგს 16 ქულა შესძინა.

გიბრალტარის „მასტერსში“ საქართველოს ქალთა ნაკრების კიდევ სამმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა: 117-ე ადგილზე გავიდა ბელა ხოტენაშვილი – 5.5 ქულა; 131-ე იყო სალომე მელია – 5.0 ქულა და 133-ე – ნანა ძაგნიძე – 5.0 ქულა.