35-ე სკოლის დირექტორი: თუ ყველა თავის ფუნქციას შეასრულებს გულისყურით არანაირ ინციდენტებს ადგილი არ ექნება

23:24 02-01-2018
33

35-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ჩიკვილაძის თქმით, ინციდენტებს თავიდან მაშინ ავიცილებთ, როცა ყველა თავის საქმეს საფუძვლიანად კარგად შეასრულებს.

,,თუ ყველა კომპონენტი, დირექტორი, დამლაგებელი, მასწავლებელი, მშობელი მანდატური თავის ფუნქციას შეასრულებს კარგად გულისყურით არანაირ ინციდენტებს ადგილი არ ექნება. ეს რთული მისაღწევია, მაგრამ თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიმეცნოს, რომ აკეთოს საქმე ზედმიწევნით კარგად.  საქმის კეთება კარგად, ღირსეულად არის მთავარი საფუძველი, რომ საქმე კარგად წარიმართოს", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ,,თავისუფალ სივრცეში". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 35 სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა.