ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ზივზივაძის მამა

საზოგადოება 1713441242

„ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო, ეს რომ ვნახე გავგიჟდი“ - რას ჰყვება ბუდუ ზივზივაძის მამა შვილზე

გამარჯვება, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მთელ ქვეყანას უდიდესი ზეიმის მიზეზი მისცა, ალბათ, დაუვიწყარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ბევრი ადამიანის შრომის შდეგია, თუმცა, ამ დღეს განსაკუთრებული გმირები ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი ბუდუ ზივზივაძეა. ბუდუს ცხოვრების შესახებ მისი მამა – ბატონი კახა „თბილისელებთან“ საუბრობს.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:კახა ზივზივაძე: პირველ რიგში, ეს გუნდის გამარჯვებაა, თითოეული ფეხბურთელის. მათ სამწვრთნელო შტაბთან, ექიმებთან, საერთოდ – მთელ ფედერაციასთან და საქართველოსთან ერთად შეძლეს ამ გამარჯვების მიღწევა. მთელმა ქვეყანამ ისეთი მუხტი მისცა ბიჭებს, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო – ერი გამარჯვებას ელოდა. ეს უდიდესი სიხარულია და მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერი ვართ იმის გამო, რომ ჩვენმა შვილმა ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, როგორც ერთ-ერთმა მებრძოლმა.– როგორი შვილია, როგორი მეუღლე და როგორი მამაა?– ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია, დღე არ გავა, რომ არ დაგვეკონტაქტოს. ძალიან თბილი ადამიანია, სულ ცდილობს, საყვარელ ადამიანებს სურვილები აუსრულოს. გვეუბნება ხოლმე, თქვენ რომ არ გადაგეწყვიტათ, ჩემი ცხოვრება ამ მიმართულებით წასულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდაო და ამას ძალიან აფასებს. ალბათ, ნახეთ ვიდეო, გამარჯვების შესახებ რომ ამბობს, ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო, ეს რომ ვნახე გავგიჟდი.ჩვენი რძალიც ქუთაისელია. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. სიყვარულმა შედეგი გამოიღო – ქალიშვილი შაი. გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი მამაა ბუდუ, მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა. გაგიჟებული მამაა. აქ რომ ჩამოდიან, ბუდუს მალე უწევს უკან წასვლა და თუ მეუღლესა და ბავშვს ცოტა დააგვიანდათ გერმანიაში გადაფრენა, თითებზე ითვლის დღეებს. ძალიან აფასებს ცოლ-შვილს და უზომოდ ყურადღებიანია. მე და ჩემი მეუღლე რომ ვუყურებთ, სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ.

ბადრი წერედიანი

კულტურა 1713440501

ლიეტუვას კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანი დააჯილდოვეს

ლიეტუვას კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანი დააჯილდოვეს.ლიეტუვას ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, ლიეტუვაში მოღვაწე ქართველ რეჟისორს, ბადრი წერედიანს ჟამაიტიის რეგიონის, ქალაქ ტელშაის მერისაგან პირადად გადაეცა თეატრალური პრემია კულტურულ ცხოვრებაში მიღებული აქტიური მონაწილეობისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.აღნიშნული ცერემონია ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება, რომელიც წარმოადგენს პრესტიჟულ ჯილდოს კულტურის სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ხელოვანისათვის.ნომინანტების შერჩევა ხელოვნების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული წევრებისგან ფარული კენჭისყრით ხდება.

მომღერლები

ტაბლოიდი 1713440460

ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა - ვიდეო

12 აპრილს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, ქოაჩელა, დაიწყო. ფესტივალის პირველ დღის მთავარი გამომსვლელი ცნობილი მომღერალი ლანა დელ რეი იყო. მან სცენაზე ბილი აილიშიც გამოიყვანა და მომღერლებმა ერთად დელ რეის Video Games და ბილის Ocean Eyes შეასრულეს.  Billie Eilish and Lana Del Rey singing “Video Games” 💙 #Coachella pic.twitter.com/mjCasXydos — Billie Eilish Daily Spotify (@BillieSpotify_) April 13, 2024  „ბილი თქვენი თაობის ხმაა. ძალიან ვამაყობ, რომ ახლა ჩემ გვერდით დგას და ჩემს საყვარელ სიმღერას ასრულებს", - თქვა ლანამ შესრულების შემდეგ.ლანამ გამოსვლისას კოლაბორატორები, მომღერალი ჯონ ბატისტა და პროდიუსერი ჯეკ ანტონოვიც, გამოიყვანა. ჯონთან ერთად ვარსკვლავმა Candy Necklace შეასრულა. წლევანდელი ქოაჩელა გულგრილს არავის ტოვებს და ფესტივალზე როგორც ცნობილ მომღერლებს, ასევე, დამწყებ შემსრულებლებსაც ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრება, მაგალითად, 2016 წლის შემდეგ პირველად ქოაჩელაზე ტეილორ სვიფტი ვნახეთ. ფესტივალი 12-14 და 19-21 აპრილს გაიმართება.

ანი

ტაბლოიდი 1713440130

„შემოგლიჯა კარი...“ - დაპირისპირება სალომე უშხვანსა და ანი ყიფშიძეს შორის

სალომე უშხვანსა და ანი ყიფშიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა.სალომე უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ანი თავის აზრს მონაწილეების მიმართ მკაფიოდ არ აფიქსირებს.„მე არ მითქვამს, რომ ანი ყიფშიძე ცუდი ბოსი იყო. ნამდვილად კარგად გაართვა თავი რაღაც რაღაცეებს. მაგრამ, იყო რაღაც ნიუანსები, რასაც მე სხვანაირად ვიზამდი. მე არ ვიყავი იდეალური ბოსი მესამე სეზონში, რაღაც რაღაცეები მეც გამექცა. რომ გეუბნები, რომ ამაში კარგი ხარ და ამაში გეუბნები რა არ მომწონს ხომ შეიძლება მიმღებლობა გქონდეს...სალომეს ვეუბნები იმ დღეს, ანის დამოკიდებულება აზრის დაფიქსირებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელია მეთქი? ეტყობა უთხრეს გარედან, მიდი შენზე საუბრობენო, გეგონება პირში არ მქონდა ნათქვამი. შემოგლიჯა ეს კარი, მეთქი რა ხდება, ჯერ ოთახში შედიხარ მინიმუმ დააკაკუნე, რა ზრდილობა მაინც იქონია. ამ კარების შენგრევით რის მანიფესტაციას ცდილობს ვერ ვხვდები...“, - ამბობს სალომე უშხვანი.  

ასპინძაში სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონი 1713439967

ასპინძაში სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ასპინძაში აქტიურად მიმდინარეობს სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა, მერიის შესაბამისი სამსახურისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.პროექტის ფარგლებში მოეწყობა მინი სტადიონი ხელოვნური საფარით და ლითონის ღობით.სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება