დიმიტრი ქუმსიშვილი პუტინის გამოსახულებიან შოკოლადზე: არ ვიცი ეს ყველაფერი რა მიზანს ემსახურება

14:39 01-25-2018
53


ირაკლი ყიფიანი, რომელიც საკუთარ თავს ,,რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირისდირექტორად აცხადებს, სოციალურ ქსელში, საქართველოში ახალი რუსული შოკოლადის – ,,პრეზიდენტის,, შემოტანას აანონსებს, რომლის შეფუთვაზეც ვლადიერ პუტინის პორტრეტია გამოსახული.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც საკანონმდებლო სივრცეში შესაბამის ინსტრუმენტების არსებობაზე ისაუბრა:   „მე შემიძლია ამ კითხვაზე მორალურად გიპასუხოთ და მე არ ვიცი, რა ამ განზრახვის უკან თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩემზე მეტად კონპეტენტურმა პირებმა, რომლებიც კანონს კარგად იცნობენ, უნდა ნახოს თუ ჩვენ გვაქვს რამე ინსტრუმენტი”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

შეგახსენებთ, როირაკლი ყიფიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ამ შოკოლადის საქართველოში  პირველი პარტიის 20 იანვრიდან შემოსვლის თაობაზე.