ექსპორტის კუთხით, რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება

11:36 01-25-2018
30

 „საქსტატის“ მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად თანახმად საქართველოსთვის ექსპორტის კუთხით, რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია 394 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩინეთი 272 მილიონი, 216 მილიონი და 207 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.

იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ 1.37 მილიარდი, 788 მლნ, 732 მლნ და 609 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. 

 2017 წელს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 419 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.4%); შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 306 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.3%); ავტომობილების რეექსპორტი – 234 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.6%); ღვინო – 170 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 6.3%); სამკურნალო საშუალებები – 140 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.2%); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 126 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.6%); მინერალური წყლები – 95 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.5%); თხილი – 83 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3%); აზოტოვანი სასუქები - 76  მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.8%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 70 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.6%);  დანარჩენი საქონელი - 1  მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 36.7%). 


წყარო : ,,საქსტატი"