წლევანდელ ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 104 მილიონი ლარითაა შემცირებული - მამუკა ბახტაძე

14:03 01-19-2018
44

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ფისკალური წელი შეაჯამა და ისაუბრა მიღწეულ ფისკალურ პარამეტრებზე და სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შრომის ანაზღაურების ნაწილში სახელფასო ფონდი წლევანდელ ბიუჯეტში 104 მილიონი ლარითაა შემცირებული. 

"ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში, ნაერთი ბიუჯეტიდან ჯამში, 100 მილიონ ლარზე მეტია. სახელფასო ფონდი 104 მილიონი ლარითაა შემცირებული", - განაცხადა ბახტაძემ. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელფასო კომპონენტის შემცირება მიმდინარე წელსაც იგეგმება. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე