თავდაცვის სამინისტროს გვერდზე პატარა ბავშვი Live-ით ჩაერთო

23:15 01-17-2018
813

თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე პატარა ბავშვი ლაივით ჩაერთო. პირდაპირი ჩართვის ფოტოს ირაკლი კუპრაძე, ავრცელებს ფეისბუკზე. მისი თქმით, მამამ მალევე აღმოაჩინა ლაივით ჩართული ბავშვი და ტელეფონი გამოართვა. 

"თავდაცვის სამინისტროს ფეიჯზე პატარა ბავშვი ჩაერთო ლაივით, როგორც ჩანს ტელეფონი დაითრია გვერდის მოდერატორის შვილმა. მოვარდა მამა ,,ფუ შენის" ძახილით გათიშა და ჩაგვიშალა საყვარელი ჩვენება.

არ გაბედოთ და ბავშვს  არ უსაყვედუროთ თორე ხვალვე აქციას დავაანონსებ თავდაცვის სამინისტროსთან", - წერს ირაკლი კუპრაძე.