ხუხაშვილი: NDI-ის კვლევას ლაიტმოტივად გასდევს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არც არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ არც არაფერს არ აკეთებს

14:25 01-16-2018
220

ამ კვლევას ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც არც არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ არც არაფერს არ აკეთებს - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პრაიმტაიმს" NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა. ხუხაშვილის თქმით, სკეპტიკურად განწყობილთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ აგრესისას ხელისუფლების მიმართ არავინ გამოხატავს. 

"ამ კვლევას ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც არც არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ არც არაფერს არ აკეთებს. ის მთავარი შეფასება, სადაც 53 % რესპონდენტი საშუალო შეფასებას აძლევს ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია იმიტომ რომ მათ ზედმეტ გაღიზიანებას იწვევენ და თან მათ უნარებს ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. სამოსნების კუთხით ანუ საშუალო რანგის ჩინოვნიკებად აღიქვამენ და არა იმ პირებად, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა სისტემურად წინ წაიყვანონ. აი ეს არის რეალობა.  აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ სკეპტიკურად განწყობილთა რაოდენობა იზრდება, თუმცა აგრესია ხელისუფლების მხრიდან არ არის. ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს უნარები, პარაზიტირებას თავი გაანებონ და მიიღონ სისტემური გადაწყვეტილება და ეფექტურობა აწიონ. თუმცა, რამდენად შეუძლია ხელისუფლებას ამის გაკეთება ეს სერიოზული კითხვაა, რომელზეც პასუხი მე არ მაქვს" - განაცხდა ხუხაშვილმა. 

ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს NDI ახალ კითხვას, სადაც გამოკითხულთა 41%-ის აზრით რუსეთი სამხედრო თვალსაზირისით უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ.  ხუხაშვილის თქმით, ეს სირიაში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. 

"ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ ლოგიკურია და ეს უკავშირდება სირიაში, თუნდაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. კონფრონტაცია შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის საკმაოდ ცხელ ფაზაშია და არა ამერიკელების სასარგებლოდ. რაც ადამიანებში ასეთ განცდას იწვევს და არ მიმაჩნია, რომ ეს განცდა ობიექტურია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის სამხედრო რესურსი უბრალოდ შეუდარებელია. ამერიკულ არმიას 10-15 ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს ამერიკულ არმიას. მაგრამ ცხელ წერტილებში რესპონდენტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთი უფრო ეფექტური და წარმატებულია" - განაცხადა ხუხაშვილმა. 

რაც შეეხება უმუშევრობის პრობლემას, როგორც ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს პრობელმა მთელ უახლეს ისტორიას მოჰყვება და ამ მხრივ ბევრი არაფერი კეთდება. 

"უმუშევრობა მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა არ არის. ეს პრობლემა ყველა ხელისუფლებას ჰქონდა. უმუშევრობა ნომერ პირველ პრობლემად ითვლებოდა და აქ უბრალოდ სურათი არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი გამოწვევა წლევანდელი წლის და ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა, უმუშევრობა და მაღალი სოციალური რისკები. ეს პრობლემა მთელ უახლეს ისტორიას მოჰყვება და დღესაც, სამწუხაროდ არ მხრივ ბევრი არაფერი არ კეთდება" - განცხადა გია ხუხაშვილმა "პრაიმტაიმთან" საუბრისას.