51-ე საჯარო სკოლის სარდაფში ხანძარი გაჩნდა

17:47 01-13-2018
155

თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის სარდაფში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად სკოლის სარდაფში 20 კვადრატული მეტრ ფართობზე არსებული ინვენტარი დაიწვა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.