ღამის კლუბ ,,ბასიანზე" დაცვის სამი თანამშრომელი დაჭრეს

17:08 01-13-2018
1268

გვიან ღამით, ოთხ საათზე კლუბ ,,ბასიანში" ინციდენტი მოხდა. დაჭრილია დაცვის სამი თანამშრომელი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ,,ტვ პირველი" ავრცელებს. 

დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. სამივე მათგანი გამთენიისას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამივე მათგანი ამ დროისთვის გაწერილია. 

დაპირისპირების მიზეზი ღამის კლუბში არშეშვება გახდა. დაცვის თანამშრომლებმა ბრალდებული კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და მან დაცვის წევრებს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. 

როგორც შსს-ში აცხადებენ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა დაწყებული. დაკავებულია ერთი პირი.