ესპანეთის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავა

15:07 01-13-2018
579

ესპანეთის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ძალოვანებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები არიან.

ეჭვმიტანილები მადრიდში დააკავეს, სადაც ისინი ალიკანტედან ჩავიდნენ. გამოძიება მათ ძალის გამოყენებით 6 საცხოვრებელი ბინის ძარცვას ედავება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დანაშაული ეჭვმიტანილებმა ქალაქ ალიკანტეში ჩაიდინეს, ხოლო 4 მადრიდში.

ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაკავება 28 დეკემბერს ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის შემდეგ დაიგეგმა.

მაშინ სამართალდამცველებმა მძარცველების ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს და დიდი რაოდენობით თანხმა და ძვირფასეულობა ამოიღეს.