წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს

14:29 01-13-2018
427

ახალგაზრდა მამაკაცი წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ამჟამად დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

 სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს, რის შედეგადაც ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.