20 წლის მამაკაცმა 451 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო

14:01 01-13-2018
1304

20 წლის მამაკაცმა ფლორიდიდან 451 მილიონი დოლარის ოდენობის ჯეკპოტი მოიგო. ეს იღბლიანი შეინ მისლერია. როდესაც მოგება გაანალიზა შეინმა თავის ძმას დაურეკა და მომდევნო დღეს ყავაზე დაპატიჟა. 

,,მე ოცი წლის ვარ თუმცა ვიცი, თანხა როგორ გამოვიყენო. ოჯახს დავეხმარები და ნაწილს ქველმოქმედებაშო დავხარჯავ. 

ფლორიდას ლატარიის კომპანიის ცნობით, მისლერი მეორეა, რომელმაც გიგანტური ჯეკპოტი მოიგო. 

კომპანიის ცნობით, შეინი არ იყო გაკვირვებული, რადგან მას მოგების იმედი ჰქონდა და ასეთივე იმედი უნდა ჰქონდეს ყველას.