გურიაში მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაძარცვეს

13:33 01-13-2018
100
გურიაში მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ბოროტმოქმედმა მამაკაცს სხეულის დაზიანებები მიაყენა და გაძარცვა. არსებული ინფორმაციიით, თავდამსხმელმა მამაკაცისგან 30 ათასი ლარი წაიღო. მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. სამართალდამცველები ამჟამად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.