გოგონამ ტვიტერში იმ უცნობი ბიჭის ძებნა დაიწყო, რომელსაც ეიფელის კოშკზე აკოცა - ნახეთ როგორ დასრულდა ისტორია

13:22 01-13-2018
1993

12 საათიანი მგზავრობის შემდეგ, პარიზში ჩასულ ჯულიანას მეგობართან ერთად, საინტერესო რამ შეემთხვა. მან გადაწყვიტა, რომ სიყვარულის ქალაქში უცნობისთვის უნდა ეკოცნა. ამის შესახებ ჯულია სოციალურ ქსელში სტატუსებს აქვეყნებდა.

,, დიდი არჩევანი არ არის. ან ჩემი ასაკის არ არიან ან მეგობარი გოგონა ჰყავთ’, - წერდა ჯულიანა სოციალურ ქსელში.

საბოლოოდ, მისმა მეგობარმა ,,გევინი“ შენიშნა. გოგონები ბიჭს აედევნენ, გააჩერეს და უთხრეს, რომ ჯულიანას მისთვის უნდა ეკოცნა.

ბიჭმა მიზეზი იკითხა და გაკვირვების შემდეგ დათანხმდა. თუმცა ყველაფერი კოცნით არ დამთავრებულა. უცებ გევინის დედის ხმა გაისმა: ეს ჩემი ვაჟიშვილია, კიდევ აკოცე, ფოტო უნდა გადაგიღო“. ჯულიანას ბიჭისთვის ნომრის გამორთმევა დაავიწყდა.

და სწორედ ეს გახდა ტვიტერში გოგონების არმიის შეკრების მიზეზი.

,, ამ დიდებულ ბიჭს ეიფელის კოშკზე ვაკოცე და ნომრის გამორთმევა დამავიწყდა, შეგიძლიათ მაპოვნინოთ“, - დაწერა ჯულიანამ ტვიტერში.

ძებნა დაიწყო და საბოლოოდ ბიჭს, დედის ტვიტერის დახმარებით მიაკვლიეს.

როცა ჯულიანა დარწმუნდა, რომ ,,ოცნების მამაკაცი“ იპოვნა, მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

,,მე ვნახე ის ბიჭი. ვინ იცის ყავს თუ არა მეგობარი გოგონა. მადლობა ყველას დახმარებისთვის. თუ ბიჭი არ გამომეხმაურება, გთხოვთ არ შეაწუხოთ ის ან მისი დედა. მე მძულს სხვის ცხოვრებაში შეჭრა, როცა მათ არ სურთ“, - წერს ჯულიანა.

ვნახოთ, როგორც განვითარდება ჯულიანასა და გევინის სიყვარულის ქალაქში დაწყებული ურთიერთობა.