მამა შალვა კეკელია ნარკოპოლიტიკაზე:მაშინებს ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ ერს დააზიანებს

23:29 01-12-2018
45

მე პირადად ამ კანონში არ ვარ კარგად გარკვეული, თუმცა, რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ,,პალიტრანიუსის" ეთერში ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას  განაცხადა. მისი თქმით არის თემები, მაგალითად საბიუჯეტო საკითხები, რაშიც ეკლესია ვერ ჩაერევა, თუმცა, ისეთი მხარე, რაც სულიერებას და ოჯახებს ეხება, მნიშვნელოვანია, რომ ფართო განხილვის საგანი გახდეს.


„ეს კანონი ჩვენს გარეშე განიხილეს. სახელმწიფოს აქვს უფლება, კანონი ჩვენს გარეშე განიხილოს, მაგრამ არის რაღაც თემები, როდესაც არ შეიძლება, რომ საზოგადოების გარკვეული ფენები განხილვაში არ ჩარიო. არის თემები, მაგალითად საბიუჯეტო საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით ვერასოდეს და პარლამენტი თავისუფალია ამაში. ეკლესიას არანაირი გამოცდილება არ აქვს, თუ როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი. თუმცა, რაც შეეხება ისეთ მხარეს, რაც სულიერებას ეხება, ოჯახებს ეხება, მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემებია, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების ფართო განხილვა მოხდეს. მე პირადად ამ კანონში არ ვარ კარგად გარკვეული, თუმცა, რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.