ქუთაისი-ალპანა-მამისონის 54-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

18:50 01-12-2018
60

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების  გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება სოფელ საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.