ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

14:13 01-12-2018
446

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის სამ იანვარს მოხდა. თავდაპირველად ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი 3 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა სამართალდამცავმა უწყებამ გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დეა გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი ქმრის ეშინია, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.