თოქ-შოუ ,,პრიორიტეტი" დაიხურა - Exclusive

14:01 01-12-2018
299

ტელეკომპანია იბერიაზე ტოკ-შოუ ,,პრიორიტეტი" დაიხურა. გადაცემა ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს მიჰყავდა.

 სად გააგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას მაკა რაზმაძე ჯერჯერობით უცნობია. ,,პრაიმტაიმი" მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. 

ეს ინფორმაცია უკვე სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. რამდენიმე წუთის წინ ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ დაწერა. 

სოციალურ ქსელში  გუშინ სტატუსი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამაც, სადაც აღნიშნა, რომ ,,პრიორიტეტი" დაიხურა. 

პრაიმტაიმი არკვეს დეტალებს და დამატებით ინფორმაციას მედიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.