მერი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს - კახა კალაძე

12:43 01-12-2018
59

თბილისის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს, რომ საკრებულოში შევიდა მოთხოვნა, რომ მერის მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს ხელფასი მოემატოს.

ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

“ არ არის ეს სწორი ინფორმაცია, მე გთხოვთ, რომ დააზუსტოდ ხელფასების მატება არ არის. ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი ცალკე იყო , კიდე პრემია ზემოდან ცალკე იყო. ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება ეს კანონის შესაბამისად ხდება ეს ყველაფერი. პრემიების გადაწყვეტილებას მე მივიღებ თითონ , ეს არის წახალისების ერთ - ერთი მიმართულება და ეს არის ნორმალური. ეს ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაშია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გონუვრულად , და შესაბამისად მერი მიიღებს გადაწყვეტილებას  თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს -“ განაცხადა კალაძემ.

 

ლიზი არსოშვილი