სტამბოლში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავეს

20:58 01-11-2018
26

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ჩატარებული რეიდების დროს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლის 12 რაიონში ჩატარდა.

ჩხრეკის დროს ამოღებულია ციფრული მასალები და დოკუმენტები.

ეჭვმიტანილებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობა და ტერორისტული აქტის მომზადება ედებათ ბრალად.

გარდა ამისა, ვანის პროვინციაში პატიმრობა შეუფარდეს ტერორიზმში ეჭვმიტანილ შვიდ პირს, რომლებიც 2017 წლის 28 დეკემბერს დააკავეს.