აკაკი გოგიჩაიშვილი "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს დაემშვიდობა

16:31 01-11-2018
1410

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია "იბერიაზე" გადადის და ის "რუსთავი 2"- ის თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აკაკი გოგიჩაიშვილი უკვე დადის იბერიაში, მას თვის შუა რიცხვებამდე შვებულება ჰქონდა აღებული "რუსთავი 2"-ში და შვებულების ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულებას უკვე ოფიციალურად გააფორმებს "იბერიაზე". ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ "იბერიამ" ბიზნესპროფილის გადაცემა "ბიზნესკოდის" შემადგენლობა მთლიანად გაუშვა. როგორც ჩანს, ამ ნიშას აკაკი გოგიჩაიშვილი დაიკავებს.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გოგიჩაიშვილის გადაცემა "კვირის გამოძიება" ნოემბერში დაიხურა, გოგიჩაიშვილი მუშაობას ყოველკვირეულ გადაცემაში კურიერი P.S. აგრძელებს.

გადაცემა "კვირის გამოძიება" 10 სექტემბრიდან გადიოდა. მანამდე აკაკი გოგიჩაიშვილს "ბიზნესკურიერი" მიჰყავდა, რომელიც იმ მიზეზით დაიხურა, რომ საგამოძიებო გადაცემა უნდა დაეწყო.

ავტორი: ლილუ მიროტაძე