რიკი მარტინი დაქორწინდა - "მე უკვე ქმარი ვარ..."

15:06 01-11-2018
4405

პუერტორიკოელმა მომღერალმა რიკი მარტინმა მისი ქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

“მე უკვე ქმარი ვარ, რამდენიმე თვეში ჩვენ გრანდიოზულ წვეულებას მოვაწყობთ და ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ" - ამის შესახებ მომღერალმა E! News განუცხადა. 

46 წლის რიკი მარტინმა და მისმა რჩეულმა 33 წლის ჟვან იოსეფმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. 

2008 წელს რიკი მარტინი სუროგატი დედის დახმარებით ორი ვაჟის, ტყუპების მატეოსა და ვალენტინოს მამა გახდა.