ექსპერტი: თუ პოლიციელი დანაშაულს ჩადის პასუხი უნდა აგოს, მაგრამ როცა კანონის ფარგლებში მოქმედებენ მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ

14:44 01-11-2018
231

ორი მომენტია, თუ დანაშაულს ჩადის პასუხი უნდა აგოს, მაგრამ როცა კანონის ფარგლებში მოქმედებენ მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ - ამის შესახებ ექსპერტმა დავით გულუამ "პრაიმტაიმს" პროკურატურის მიერ შსს-ს ორი თანამშრომლის დაკავების შეფასებისას განუცხადა. 

"მოხდა ფაქტი, რომელსაც იძიებდა პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად და გამოიკვეთა პოლიციელთა ბრალეულობა, რომ მათ უფლებამოსილებას გადაამეტეს. მოხდა დანაშაული პოლიციელთა მხრიდან. აქ იყო ფაქტი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დააფარებდნენ პოლიციელებს ხელს თუ გამოძიება კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, რაც კარგია. თუ არის დანაშაული უნდა იყოს სასჯელი. მაგრამ ერთია როდესაც დანაშაულს ჩადის პოლიცია, მას ვსჯით და უნდა იცოდეს, რომ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, მეორე მხრივ პოლიციელებს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება. როცა ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო და საზოგადოება. შესაბამისად, ისინი იმოქმედებენ გაბედულად და ძლიერად. ასე რომ, ორი მომენტია, თუ დანაშაულს ჩადის პასუხი უნდა აგოს, მაგრამ როცა კანონის ფარგლებში მოქმედებენ მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ. მსგავს ფაქტებზე უნდა იყოს ისეთი რეაგირება, რომ ყველა თანამშრომელი გრძნობდეს თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, მას მოეთხოვება პასუხი კანონის მიხედვით. ეს ყველაფერი მოიტანს წესრიგს და კარგია ასეთი დამოკიდებულება, როცა ყველა გაიგებს თუ ის არ მოქმედებს კანონის ფარგლებში ის დაისჯება" - განაცხადა გულუამ.

შეგახსენებთ, რომ  შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.  საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში რ.ღ. მეგობრებთან ერთად რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.