"ყოველთვის ჩემს გულში ხარ, ძალიან მიყვარხარ..." - კალაძის ემოციური მილოცვა გატუზოს (ვიდეო)

13:32 01-11-2018
419

"მილანის" ოფიციალური გვერდი ვეტერანი ფეხბურთელის და მწვრთნელის ჯენარო გატუზოს დაბადების დღის ვიდეოს ავრცელებს, სადაც სხვა ფეხბურთელებთან ერთად, გატუზოს დაბადების დღეს მისი ყოფილი თანაგუნდელი, თბილისის მერი კახა კალაძეც ულოცავს. 

"მიუხედავად იმისა, რომ დიდი მანძილია ჩვენ შორის, ყოველთვის ჩემს გულში ხარ, რადგან ფანტასტიური ადამიანი ხარ, ძალიან მიყვარხარ, წარმატებები", - ამბობს კალაძე მიმართვაში. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე