CNN-მა თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორის დაასახელა

12:34 01-11-2018
67

ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა. 

„რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში, რომელიც 2018 წლის ლისაბონის ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. თბილისი ახლადარჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც ქალაქის 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს.“

CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 2017 წელს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.