ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

10:58 01-11-2018
275

ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, დანარჩენი ოთხი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ნიკა ჭეჟიამ გუშინ სოფელ ხამისკურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.  

შეგახსენებთ, რომსოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევა ექვსი თანამშრომელი ავარიაში მოყვა. მათგან ერთი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.