წყლის სამომხმარებლო ტარიფი მცხეთაშიც გაიზარდა

17:48 12-28-2017
70

სემეკის გადაწყვეტილებით წყლის სამომხმარებლო ტარიფი მცხეთაშიც გაიზარდა.

გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით - 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს დაახლოებით - 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით - 35 თეთრით გაუძვირდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3-ზე 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.888 ლარი,
არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 3.548 ლარი.

დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

წყლის ტარიფი გაძვირდა თბილისის მოსახლეობისთვისაც.

წყალთან ერთად გაძვირდა დენის ტარიფიც. "თელასის" აბონენტები 2018 წლის პირველი იანვრიდან 1,5 თეთრით მომატებული ტარიფით გადაიხდიან, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯიას მომხმარებლები" 1,28 თეთრით გაძვირებულს.