მესის ახალი რეკორდი ესპანეთის ჩემპიონატში

11:46 12-25-2017
83

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი "რეალთან" გამართულ ელ კლასიკოში კიდევ რამდენიმე რეკორდის ავტორი გახდა. ლიონელ მესიმ სუპერკლასიკოში თავისი 25-ე ბურთი გაიტანა და ამ დაპირისპირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი განიმტკიცა.

30 წლის მესი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ათი სეზონის განმავლობაში მინიმუმ 15 ბურთი მაინც გაიტანა.

გარდა ამისა, ყველა ტურნირზე "ბარსელონას" შემადგენლობაში არგენტინელმა ფეხბურთელმა 201-ე საგოლე გადაცემა გააკეთა და "ბარსას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრიმერადივიზიონში "რეალის" ზედიზედ მესამედ დამარცხებაში დაეხმარა.