ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ყუთი

მსოფლიო 1711711560

ქალს ეგონა, რომ ზღარბი გადაარჩინა - ის სულ სხვა რამ აღმოჩნდა

ინგლისში, გულკეთილი ქალის მიერ გადარჩენილი ზღარბი ჩვეულებრივი ქუდის ნაწილი აღმოჩნდა. „გულები გაგვითბა, როცა კეთილმა ადამიანმა იფიქრა, რომ პატარა ზღარბს გადაარჩენდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფუმფულა პომ-პომი, ქუდის ნაწილი! ამ ჯადოსნურმა „ზღარბმა“ მიიღო მთელი სიყვარული და ზრუნვა. დაიმახსოვრეთ, სიკეთეს არ აქვს საზღვრები, თუნდაც ის ხელოვნური ბეწვის მეგობრისკენ იყოს მიმართული“, - წერს საავადმყოფოს გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ქალმა „ზღარბი“ მიიყვანა.CheshireLive-ის ცნობით , ქალმა პომპომი ყუთში ჩადო და თან საკვებიც დაუდო. დილით კი მოხალისეებს მიუტანა.რეზერვმა აღნიშნა, რომ თეორიულად ის სწორად მოიქცა.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1711711254

Forbes ასახელებს თანხას, რომელსაც “ნაპოლი“ კვარაცხელიას გადაუხდის, თუ ის ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს

“კვარაცხელია ამჟამად ნაპოლიში 1,6 მილიონ დოლარს შოულობს სეზონში, რომელიც შესაძლოა 4,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის ხელს მოაწერს კონტრაქტის გახანგრძლივებას“, - წერს გამოცემა Forbes.ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, მაგრამ Forbes-ის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ გარიგებას კიდევ ერთი, ან ორი წელი დაემატება."ნაპოლის გულშემატკივრებმა მძიმე სეზონი გადაიტანეს, მაგრამ კვარაცხელიას ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წელი დარჩენა საუკეთესო იქნება, რაც დე ლაურენტისმა გააკეთა ამ სეზონში“, - წერს Forbes.გამოცემა ხაზს უსვამს, რომ “ოსიმენი უახლოეს რამდენიმე თვეში თითქმის გარდაუვლად აპირებს წასვლას, ხოლო დე ლაურენტისს არ შეუძლია დაუშვას მისი კიდევ ერთი ძვირფასი აქტივის იმავე სატრანსფერო ფანჯარაში გატანა, და ამიტომ მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე უნდა დაიწყოს“. წყარო

კროკუს სიტი ჰოლი

მსოფლიო 1711711036

„კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად რუსეთის დაზვერვის (გრუ) პოლკოვნიკი დაიღუპა

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ტიმურ მიასნიკოვი. ის მოსკოვში უკრაინის ომიდან ოჯახთან შესახვედრად ჩავიდა, თავდასხმის დროს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ დაწერა ორგანიზაცია "რუსეთის ოფიცრების" სამარის ფილიალის ხელმძღვანელმა არტურ მალივანჩუკმა.მიასნიკოვი რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მე-3 ცალკე სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობდა. მალივანჩუკის თქმით, ეს არის ქალაქ ტოლიატში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მინიმუმ 2015 წლიდან მონაწილეობს.ტერაქტის დროს დაღუპული რუსი ოფიცერი უკრაინაში სულ მცირე ბოლო ორი წლის განმავლობაში იბრძოდა. ტიმურ მიასნიკოვი ასევე მონაწილეობდა კოსოვოსა და ტაჯიკეთში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ოპერაციებში.ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა. 22 მარტს, საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ კიევი და დასავლეთის არაერთი სახელმწიფო. აშშ-ის ინფორმაციით, მან რუსეთი მარტის დასაწყისში გააფრთხილა, რომ ექსტრემისტები თავდასხმებს ამზადებენ.28 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდამსხმელთა უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირს ადასტურებს."გამოძიებას გააჩნია დადასტურებული მონაცემები ტერაქტის შემსრულებლებისთვის უკრაინიდან მნიშვნელოვანი თანხების და კრიპტოვალუტების შემოდინების შესახებ, რომლებიც დანაშაულის მომზადებისთვის გამოიყენეს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.რუსეთის პრეზიდენტის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის და სხვა მაღალჩინოსნების შემდეგ, მოსკოვთან მომხდარ ტერაქტთან უკრაინის კავშირის ვერსიაზე ილაპარაკა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა.გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 29 მარტს, გამოქვეყნდა, ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთი აქტიურად ცდილობს ყველას დარწმუნებას, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო და სხვებზე, პირველ ყოვლისა, უკრაინაზე ეჭვი არ უნდა მიიტანონ.აშშ და დიდი ბრიტანეთი ტყუილს და სისულელეს უწოდებენ რუსეთის განცხადებას, რომ საკონცერტო დარბაზ „კროკუსზე“ თავდასხმის უკან დგანან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

კი

faceამბები 1711710960

“ჩვენი ოქროები“ – მერაბ სეფაშვილი ნაკრების ფეხბურთელების კადრებს გვიზიარებს

მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ არის გადაღებული.საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთზე ისტორიული გამარჯვება ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, სადაც ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს ბოლო დროს სტადიონზე ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიმღერა „გაიღიმე“.„ჩვენი ოქროები 🇬🇪“, – წერს მერაბ სეფაშვილი.

დაკავება

სამართალი 1711710663

ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში და ნახევარ მილიონზე მეტი ქრთამის სახით - გამოვლენილია კორუფციული გარიგება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს."ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის" წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება "ვიანისადმი" დაქვემდებარებულ კლინიკებში.აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ", მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.