„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრების ციკლი დაიწყო

13:54 12-13-2017
17

 

უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შეხვედრების ციკლი მოვუსმინოთ მოსწავლეებს დაიწყო. მინისტრის მხრიდან ინტენსიური შეხვედრები გაგრძელდება როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან, სტუდენტებთან და საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან, რათა მსჯელობის, თანამშრომლობისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე სკოლა და გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან, კიდევ უფრო საფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს 

პროექტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი ბილისის 82- საჯარო სკოლას ეწვია და თავად მოსწავლეებისგან მოისმინა თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის პრობლემის მიზეზებზე, გამოსავალზე,  როგორ ხედავენ საკუთარ როლს ვითარების შესაცვლელად. მინისტრთან შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს არაფორმალური განათლებისა და საკუთარ შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობაზე. მათი აზრით, საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება, რომ ბულინგის გამოვლენა და დახმარების თხოვნა  ირცხვილი არ არის, პირიქით, დროული რეაგირებისთვის, აუცილებელია. მინისტრისაგან მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ დაურიგდებათ სპეციალური მასალები, თუ ოგორი ქცევა მიიჩნევა ბულინგად და რა რეაგირება საჭირო მის აღმოსაფხვრელად.

 

შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია მთელი რიგი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები. გაძლიერდება სიქოლოგიური ცენტრები და დაიხვეწება რეაგირების მექანიზმების. მინისტრის ინიციატივით, შემუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ჩართულები იქნებიან თავად მოზარდები, ბავშევბი, ვი მიმართაც ზემოაღნიშნული აქტივობები მიმართული

ავტორი: ნათია ნადირაშვილი