ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

დუბაი

მსოფლიო 1713431113

ყველაზე ძლიერი წვიმა ბოლო 75 წელში - დუბაიში გაუქმდა ფრენები, არის მსხვერპლი

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან.სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები და ჩამოინგრა შენობების ფასადები.დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაიხურა სკოლები.დუბაის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგანან, რის გამოც მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში არ მივიდნენ, თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის. 

მიმდინარე წლის სამ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი

საზოგადოება 1713430399

მიმდინარე წლის სამ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით შეამოწმეს საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-მდე  ბიზნესოპერატორთან; 24 ობიექტში, მათ შორის თბილისში - 14-ში,  გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.გარდა ამისა,  დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი; ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე  ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საზკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში. შედეგების შესახებ საზოგადოება რეგულარულად არის ინფორმირებული. 

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713429076

საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ ვნახეთ, რომ პროპაგანდა „რუსული კანონი“ ჩაიშალა, ახლა გვაინტერესებს შინაარსობრივი კრიტიკა - შალვა პაპუაშვილი

გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ 80-იანი წლების ბოლოს რუსთაველზე ქართველი ხალხი იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ სუვერენიტეტი, პარადოქსია, რომ ამ დღეებში ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, პროპაგანდა ე.წ. რუსული კანონისა, ჩაიშალა, თუმცა ახლა სასურველია კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა მოხდეს.„პარადოქსია იმის დაშვება, რომ ადამიანები მიიყვანო იქამდე, ათქმევინო, რომ მას უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია. ამ პარადოქსამდე არის მისული „ენჯეო“ სექტორი. რაც შეეხება საკითხს, თვითონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ ვნახეთ ერთი რამ, რომ პროპაგანდა ე.წ. რუსული კანონისა ჩაიშალა. არც ერთ ამ განცხადებებში და გამოხმაურებაში ეს ტერმინოლოგია აღარ არის. ამიტომ, ეს პროპაგანდა „რუსული კანონი“ ჩაიშალა. ახლა ვართ მეორე სტადიაში, როდესაც ჩვენ გვაინტერესებს, შინაარსობრივი კრიტიკა. პროცესი კანონის მიღებისა არის გრძელი, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ყველას აქვს საკმარისი დრო, რომ წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები საკომიტეტო განხილვის დროს, ასევე პლენარულ სესიაზე. დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერაფერი, მათ შორის ვერც უცხოელებისგან. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დოგმატიზმი. როდესაც დოგმებით გველაპარაკებიან და რწმენის საკითხად აქცევენ, რომ რაღაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას. დოგმების და დოგმატური აზროვნების გამოვლენის ყველაზე იოლი საშუალება არის დასმა ერთი მარტივი კითხვისა – ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს?! რატომ?! ამის იქით უკვე რომ აღარ არის პასუხები, ეს გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში არგუმენტი არ აქვს არავის და არის ჩვეულებრივი დოგმები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713429025

გუშინ ვნახეთ, რომ სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოჩნდა, სინამდვილეში ვინ არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები.პაპუაშვილის თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ეკავა ბოლოს ტრიბუნა. პაპუაშვილის განმარტებით, ასევე კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია.„რაც შეეხება კანონპროექტს, მგონი, ამ დღეებმა, ამ აქციებმა, აქციების ორგანიზატორებმა, აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია, ის „ენჯეოები“, ვინც ამბობნენ, რომ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ვისგან არიან დაფინანსებული. ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან. ისინი არიან საერთო ჯამში ამ კანონის წინააღმდეგ პროპაგანდის სულის ჩამდგმელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. აქ უკვე ზღვრის წაშლაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სალტანატ ნუკენოვა

მსოფლიო 1713428405

LIVE: სკანდალურ საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა - განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის სასამართლო

ასტანაში, გრძელდება სასამართლო პროცესი 31 წლის სალტანატ ნუკენოვას სასტიკ მკვლელობის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი. დღეს , პირველად გამოიძახეს მეორე ბრალდებულის ნაცნობი ექიმი, რომელსაც ტრაგედიის დღეს რამდენჯერმე დაუკავშირდა ბრალდებული ბაიჯანოვი (რესტორნის, სადაც მკვლელობა მოხდა, დირექტორი). ადვოკატმა ექიმს ჰკითხა, რატომ არ გაითვალისწინა ბაიჯანოვის თხოვნა და არ მივიდა რთულ მდგომარეობაში მყოფი 31 წლის ქალის სანახავად. რაზედაც მან უპასუხა, რომ მან ჩათვალა საქმე სასმელით ინტოქსიკაციას ეხებოდა და ამიტომ ურჩია სასწრაფო გამოეძახებინა.ექიმის დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.ცნობისთვის, სკანდალური სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.1 აპრილს კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.8 აპრილს სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.9 აპრილს სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.11 აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოუყვა თავისი ვერსია იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.