მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

კრიშტიანუ რონალდუ მეხუთედ გახდა ოქროს ბურთი მფლობელი

23:54 12-07-2017
53

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელი მეხუთედ გახდა

პრესტიჟული ტიტულისთვის სულ 30 ფეხბურთელი იბრძოდა, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა. დაჯილდოება პარიზში გაიმართა.

რონალდუ ოქროს ბურთების რაოდენობით მესის გაუთანაბრდა. 24 ოქტომბერს ფიფამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მადრიდის "რეალმა" 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა: მან 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა სპორტსმენმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული შარშანაც მოიპოვა.