მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

BBC - „თბილისიდან კარავში: რა ელის სააკაშვილის ცირკს“

23:05 12-07-2017
1632

BBC-ის ჟურნალისტი, რომელსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევის ცენტრში მიმართა სიტყვებით – „წადი, დამეკარგე“, სტატიას აქვეყნებს.

პუბლიკაციის სათაურია – „თბილისიდან კარავში: რა ელის სააკაშვილის ცირკს“.

BBC-ის ჟურნალისტ ჯონ ფიშერის თქმით, სააკაშვილზე ხშირად ამბობენ, რომ მას „ცირკი დაჰყვება.“

„ზოგი მას კლოუნად არ მიიჩნევს, თუმცა მოგწონს თუ გეზიზღება სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილში არის რაღაც მაგიური. 49 წლის პოლიტიკოსის გარდასახვის ენერგიამ შექმნა პერსონა, რომელსაც ვერც ერთი უკრაინელი ვერ შეედრება“, – წერს ფიშერი.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ამ კვირაში თითქმის ცხადი იყო, რომ სააკაშვილს ციხე ელოდა. პროკურატურა მას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირისგან დაფინანსების მიღებაში სდებს ბრალს და მას ხანგრძლივი პატიმრობა ან საქართველოში შესაძლო დეპორტაცია ემუქრებოდა.

„სააკაშვილისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მეთოდებით ისინი, ვისაც მისი გადარჩენა შეეძლო, პოლიტიკოსს, პირდაპირი მნიშვნელობით, მოსახვევშივე ელოდნენ. ასობით პოლიციელი მალევე გაჩნდა ადგილზე. ყველა სხვა ქვეყანაში პოლიციელები გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ეს უკრაინაა, სადაც სისხლიანი შეტაკებების მოგონება მეხსიერებიდან არ წაშლილა – მოგონებისა, თუ როგორ გადაიქცა პატარა საპროტესტო აქცია 2014 წლის მაიდნის რევოლუციად. უკრაინის ლიდერების გზავნილი ასეთ სიტუაციებში დღეს უკვე ცხადია, ყველაფრის ფასად მოერიდეთ ძალადობას, რაც მსხვერპლს და მოწამეებს შობს“, – წერს ფიშერი.

სტატიაში BBC-ის ჟურნალისტი 5 დეკემბერს კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს, შემდეგ კი სააკაშვილისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წარსულ ურთიერთობებზე წერს.

ფიშერის თქმით, ის ფაქტი, რომ სააკაშვილი დღეს კვლავ ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, „პოროშენკოს დამსახურებაა“.

ამასთან, რეპორტიორი მიიჩნევს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ნამდვილი მიზანი არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ახალი რევოლუციის მოწყობა და პოროშენკოს გადაყენებაა.

„სააკაშვილის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უკრაინელების დიდი ნაწილის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულებაშია. უმეტესობა მას „პოლიტიკურ სიმახინჯედ“ მიიჩნევს, რომელიც მხოლოდ საკუთარ ეგოზე ზრუნავს და შოუებს აწყობს. მის კარვების ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ასეული მცხოვრებია, თუმცა ეს სააკაშვილს არ ანაღვლებს. როდესაც მე მას ვესაუბრე, ის ამტკიცებდა, რომ პოპულარობით პოროშენკოს არ ჩამორჩება და მისი აქციები მაიდნის შემდეგ ყველაზე ხალხმრავალია. კონსტიტუციის მიხედვით, სააკაშვილს არ შეუძლია პრეზიდენტად კენჭისყრა, თუმცა, როგორც თავად მითხრა, მომავალ მთავრობაში თვალი პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაადგა“, – წერს ფიშერი.

როგორც BBC-ის ​რეპორტიორი აღნიშნავს, ბრალდება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი რუსეთის აგენტია, ექსტრაორდინალურად გამოიყურება, რადგან საქართველოს ყოფილი ლიდერი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მუდმივად ახსენებს ხალხს, რომ მოსკოვის და პუტინის ოპოზიციაშია.

„თუმცა ეს მიხეილ სააკაშვილია და თუ გავითვალისწინებთ მის ენერგიას და გარდასახვების ისტორიას, ცოტა თუ იტყვის, რომ ამ ბრალდების სრულად გამორიცხვა შესაძლებელია“, – წერს BBC-ის ჟურნალისტი.

 

(R)