კარგი იქნება, თუ მხარს დავუჭერთ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების პროცესს - ირმა ინაშვილი

23:01 12-07-2017
105

კარგი იქნება, თუ ვიაზროვნებთ სახელმწიფოებრივად, უფრო ღრმად გავეცნობით ისრაელის ისტორიას და კი არ დავუპირისპირდებით, არამედ მხარს დავუჭერთ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების პროცესს, რაც ებრაელი ხალხისთვის რეალურად ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს - ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის ინიციატივას.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება და ცუდი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით დარჩება ობამას ადმინისტრაციის იდეოლოგიის ზეგავლენის ინერციის ქვეშ.

"ისრაელი ნამდვილადაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი- ყველა მიმართულებით. ქართული ინტერესის დაცვა ნიშნავს სწორედ იმას, რომ სამართლიან ბრძოლაში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ებრაელ ძმებს. პალესტინის და გაეროს თემა გაიხსენეთ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა და მხარი დაუჭირა გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას. დაავიწყდა რა, რომ ჩვენ თავად გვაქვს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. გონივრული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო და გარჩევა იმისა, ვინაა ჩვენი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და ვინ- ფსევდოპარტნიორი. რა იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და რა - არა", - აცხადებს ირმა ინაშვილი.