მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში გრძელვადიანი კონფლიქტების დასასრულებლად - ტილერსონი

22:34 12-07-2017
82

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში გრძელვადიანი კონფლიქტების დასასრულებლად – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ტილერსონმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაშვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მოლდოვის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში გრძელვადიანი კონფლიქტების დასასრულებლად. მხარს ვუჭერთ მინსკის ჯგუფის მცდელობას პრობლემის გადასაჭრელად. მოხარულები ვართ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ოქტომბრის სამიტზე აღებული ვალდებულებებით, მოლაპარაკებების გაძლიერებისა და კონფლიქტის ხაზის გასწვრივ დაძაბულობის შესამცირებლად. მივესალმებით 5+2 მოლაპარაკებებს მოლდოვას საკითხზე. თუმცა, ჩვენ უნდა დავგმოთ რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წვდომას“, – აღნიშნა რექს ტილერსონმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაშვებას ვეტო დაადო. ეუთო ვერ ახორციელებს სრულფასოვან ფუნქციას და მას არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.