მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული აჩიკო როგავა თავისუფალია

22:14 12-07-2017
11

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული აჩიკო როგავა თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაცია imedi news-ს გათავისუფლებული აჩიკო როგავას შვილმა, თინათინ როგავამ დაუდასტურა.
რაც შეეხება მის ვაჟს, პაატა როგავას, ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დრანდის ციხეში იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ აჩიკო როგავას - 2 წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამა-შვილი როგავები 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.