მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ერთადერთი გამოსავალი არის დეკრიმინალიზაცია და ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - აკაკი ზოიძე

21:47 12-07-2017
32

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების რეგულარული მოხმარების პრევენციისათვის საჭიროა დეკრიმინალიზაცია და ჰუმანური ნარკოპოლიტიკა.

როგორც მან გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა ციხე არ არის რეაბილიტაციის საშუალება, ციხე არ არის გამოსავალი.

"ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები, მომავალი თაობები ამ მანკიერ წრეში ჩართვისაგან, რასაც ჰქვია პრობლემური ნარკოდამოკიდებულება, ნარკოტიკების რეგულარული მოხმარება,  არის სწორედ დეკრიმინალიზაცია და ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, რომელიც არის შეჯერებული და შეწყვილებული პრევენციასთან, მკურნალობასთან, ზრუნვასთან და მიდგომასთან: "დასჯის ნაცვლად მკურნალობა, ზრუნვა და პრევენცია". ციხე არ არის რეაბილიტაციის საშუალება, ციხე არ არის გამოსავალი",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.