მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

სკოლა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ბავშვი იზრდება, როგორც ადამიანი - ირინა ტორონჯაძე

21:31 12-07-2017
46

ბლოგერი ირინა ტორონჯაძე მიიჩნევს, რომ მოზარდებში არსებული პრობლემების სათავე განათლების სისტემაშია.

გადაცემაში "ცენზურის გარეშე" ირინა ტორონჯაძემ განაცხადა, რომ განათლების ახალი სისტემა ინდივიდზე უნდა იყო მორგებული და მოზარდს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა, რაც შეამცირებს მოზარდებში აგრესიას.

"სინამდვილეში სკოლა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ბავშვი იზრდება, როგორც ადამიანი და მას აქვს თვითგამოხატვის საშუალება. ფსიქოლოგებს რომ ჰკითხოთ, აგრესიის დონე იწევს დაბლა, როდესაც მოზარდს ეძლევა საშუალება გამოხატოს თავი. ძველი სისტემის მინუსი არის ის, რომ ყველას გათანაბრებულად ერთი ინტერესი უნდა ჰქონოდა, ვთქვათ შრომის გაკვეთილი ფიზ.კულტურა. ახალი სისტემა გვთავაზობს, რომ ვის რა ინტერესი აქვს გამოიკითხოს მასწავლებელმა, მეტი კავშირი ჰქონდეთ მოსწავლეებთან. ზოგს ხატვა უყვარს, ზოგს წერა, ამის მიხედვით დალაგდეს სიტემა",- განაცხადა ტორონჯაძემ.

მისივე თქმით, განათლების სისტემა პრობლემურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ახალი სისტემა დასავლეთშიც ახალა ინერგება.