მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

დღევანდელ სიტუაციაში კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნარკოტიკების ლეგალიზაციის- აკაკი ზოიძე

21:16 12-07-2017
19

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ის ნებისმიერი არალეგალური ნარკოტიკის ლეგალიზების კატეგორიული წინააღმდეგია.

გადაცემა "რეაქციაში" დეპუტატმა აღნიშნა, რომ 90-იან წლებში ფაქტიურად ლეგალური იყო ნარკოტიკი და რა შედეგიც მივიღეთ, ამას ყველა ხედავს.

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ სიტუაციაში, დღევანდელ საზოგადოებაში, ნებისმიერ ნარკოტიკის ლეგალიზაციის, რომელიც დღეს ლეგალური არ არის (რამდენიმე ნარკოტიკი ლეგალურია   თამბაქო და ალკოჰოლი). ჩვენ ეს გამოვიარეთ 90-იან წლებში, ჩვენ ფაქტობრივად ლეგალიზებული გვქონდა ნარკოტიკები და რა შედეგებიც მივიღეთ ჩვენს საახლობლოში, სამეგობროში, კარგად ვხედავთ. იმ პირობებში, როდესაც არ არ არსებობს პრევენცია, მკურნალობა, ინფორმაციის სრულყოფილი წყარო, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მათთვის ნარკოტიკების მოხმარებას, ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფალ არჩევანზე საუბარი არი არასწორი. ეს ჩემი პირადი აზია და შეიძლება განსხვავდებოდეს სხვების აზრისგან, მაგრამ ვიმეორებ, რომ ვარ მოწინააღმდეგე ლეგალიზაციის",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.