მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ინიციატორები ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად მოხვდება სესიაზე საბოლოო განხილვისათვის - ლევან კობერიძე

20:45 12-07-2017
33

ჩვენ, როგორც ინიციატორები, ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად მოხვდება სესიაზე საბოლოო კენჭისყრისა და განხილვისათვის - ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

გადაცემაში "რეაქცია" დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატების საღი აზრი გადაწონის და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოხდება.

"ჩვენ, როგორც ინიციატორები, ვიძლევით იმის გარანტიას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დარჩეს აზრთა სხვადასხვაობები, ეს კანონპროექტი აუცილებლად მოხვდება სესიაზე საბოლოო კენჭისყრისა და განხილვისათვის, სადაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარის საღი აზრი გადაწონის და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული",- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ის კვირას, 10 დეკემბერს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა.

"რაც შეეხება საზოგადოებრივ პროტესტს, მიმაჩნია, რომ ეს არის ის ჯანსაღი ფორმა, როდესაც საზოგადოების ნებისმიერ ნაწილს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ის აქცია, რომელიც გაიმართება კვირას, არის ალალი, გულწრფელი სურვილი, ამ ადამიანების, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი",- აღნიშნა დეპუტატმა.