მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

რუსული მედია: თითქოს კრიზისის დაძლევის ფორმულა ნაპოვნია: ტიმოშენკო პრეზიდენტი ხდება, სააკაშვილი - პრემიერი

19:49 12-07-2017
1297

რუსული გამოცემა «Независимая газета» დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკრაინაში სააკაშვილსა და ტიმოშენკოს შორის პოლიტიკური კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და მათ პორტფელებიც უკვე გაინაწილეს.

გამოცემის ცნობით, სააკაშვილი პოროშენკოს კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგანაც კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს - არჩევნებში მონაწილეობისთვის მას უკრაინის მოქალაქეობის საკმარისი ვადა არა აქვს.

თითქოს კრიზისის დაძლევის ფორმულა ნაპოვნია: ტიმოშენკო პრეზიდენტი ხდება, სააკაშვილი - პრემიერი. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასე მარტივად საქმე არ დგას. მათ ჯერ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უნდა მიაღწიონ და შემდეგ იმდენი ადგილი მოიპოვონ რადაში რომ სააკაშვილის პრემიერად გაყვანა შეძლონ.

ეს ფორმულა ახლაც ძალაშია. ზოგიერთი სააკაშვილის გარემოცვასთან დაახლოებული მედიასაშუალებები წერენ, რომ ევროპელ დიპლომატებს კრიზისის დაძლევა სწორედ ამ ფორმულის გამოყენებით წარმოუდგენიათ.