მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ელისაშვილი: იანვრის ბოლომდე პოლიტიკური არდადეგები მაქვს(exclusive)

19:37 12-07-2017
136

მერობის არჩევნების შემდეგ ალეკო ელისაშვილი აქტიურად აღარ ჩანს. ბოლოს მან გამარჯვება მოულოცა კახი კალაძეს და ყველა კითხვა, რომელიც მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ეხებოდა უპასუხოდ დატოვა.

"ვისვენებ, არდადეგები მაქვს პოლიტიკური. ახალი წელი გვიახლოვდება, მხოლოდ სიყვარულზე და კეთილდღეობაზე ვფიქრობ". - ამბობს ელისაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

მისი თქმით, ასპარეზზე იანვრის ბოლოს გამოჩნდება. ვარაუდობენ, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტიკაში ჩაერთვება და ახალ პარტიას გააკეთებს.

ექსპერტების ნაწილი, მიიჩნევს, რომ პარტიას ის ვერ „გაქაჩავს, ამას სხვა უნარები და გამოცდილება სჭირდება“. თუმცა, ზოგიერთები მის წარმატებულ პოლიტიკურ კარიერაში დარწმუნებულები არიან. სავარაუდოდ, ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება. თუმცა, ვის დაუჭერს მხარს და რა ფორმით, ამას სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გავიგებთ.

 

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი