მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ვაკვირდებით მოვლენებს და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან - საქართველოს პოზიცია იერუსალიმის საკითხზე 

19:28 12-07-2017
11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება.

"ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის  პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად  მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ  შორის გაეროშიც.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული  შეთანხმების  საფუძველზე.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხდა,რომ თეთრი სახლი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.