მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

"ნარმანიას მილანში პირად კავშირებს ნუ დააბრალებთ" - კალაძე VS ხაბეიშვილი

19:03 12-07-2017
291

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კახი კალაძემ არასერიოზული უწოდა ხაბეიშვილის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იტალიურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების უკან შესაძლოა კახი კალაძის ინტერესები იდგეს. 

"ეს ის ხაბეიშვილი ხომ მერიაში წნევას რომ უზომავდნენ და... ეს ხუმორბით. გაკოტრებული პოლიტიკოსებისგან კი მსგავს ბრალდებებს ვერ მივიღებ. 

მე უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან, ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 000 ევროს ხელშეკრულება, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათაშორის, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი წინასაახალწლოდ და მან მიიღო აღიარება, რომ საუკეთესოდ მორთული იყო ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და ყველაზე ლამაზი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ხაბეიშვილი კი "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ კალაძის განცხადაბებები არადამაჯერებელია. 

"ნარმანიას ყველაფერი შეიძლება დააბრალო და მილანში პირად კონტაქტებს ნუ დააბრალებენ. სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს კალაძე. ის უკვე აქტიურ საარცევნო კამპანიაში იყო შესული, როცა ეს ხელშეკრულება გაფორმდა. ის, რომ ნარმანიამ სიზმარში ნახა ეს იტალიური კომპანია და მერე ხელშეკრულება გააფორმა, სჯერა ვინეს? მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს ვინ გაიყვანა თბილისის მერია იტალიურ კომოანიაზე და ვისი ინტერესები დევს ამაში" - ამბობს ხაბეიშვილი.

რაც შეეხება კახი კალაძის მიერ გაკოტრებულ პოლიტკოსად მის მოხსენიებას, ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს საკუთარ აქტიურობას ახსენებს და ამბობს, რომ მის წინამორბედს სასამართლო პროცესი სამჯერ მოუგო.