მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

იერუსალიმის სტატუსი: როგორ გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას მსოფლიო?

18:53 12-07-2017
226

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და გადაიტანოს აშშ-ს საელჩო თელავივიდან და იერუსალიმში, უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია.

არაბულმა და მუსლიმურმა სამყარომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ტრამპის ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა.  ზოგიერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს განცხადება ძალადობისა და სისხლისღვრის საფუძველი შეიძლება გახდეს.

იერუსალიმის სტატუსის საკითხი ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს მჭიდროდ უკავშირდება. ქალაქი არის სამი მთავარი რელიგიის  სახლი როგორიცაა, იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ იერუსალიმში.

1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომში, ისრაელმა მოახდინა იმ სექტორის ოკუპაცია, რომელიც მანამდე იორდანიის მიერ იყო ოკუპირებული და  ტერიტორია ისრაელის დედაქალაქად განიხილა.

პალესტინელები აცხადებდნენ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის, როგორც მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქის სტატუსი, 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებების უკანასკნელ ეტაპზე უნდა განიხილონ.

ტრამპმა კი განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება ,,რეალობის აღიარებაა“.

პალესტინა

პრეზიდენტს მაჰმუდ აბბას თქმით,  გადაწყვეტილება  ტოლფასია იმის, რომ აშშ-მ უარი თქვა მშვიდობის მედიატორის ფუნქციაზე.

,,ეს სამწუხარო და მიუღებელი განცხადებაა და ყველა სამშვიდობო ძალისხმევას ძირს გამოუთხრის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ,,იერუსალიმი პალენსტინის მარადიული დედაქალაქი იყო“.

ისლამური მოძრაობა ,,ჰამასის“ ლიდერმა პალესტინელებს ახალი აჯანყებისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.

,,ამერიკელების გადაწყვეტილება არის აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ომის დეკლარაცია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ,,ჰამასის“ ლიდერმა პრესკონფერენციაზე.

ისრაელი

„ეს ისტორიული დღეა", - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის მერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას.

,,იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3,000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3,000 წლის განმავლობაში. ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. ეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ იქნება მშვიდობა, თუ ის არ მოიცავს იერუსალიმს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქს. მშვიდობის მოყვარულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შეუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაში და მათი საელჩოების იერუსალიმში გადმოტანაში“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მუსლიმური სამყარო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს. ეროდაღანის განცხადებით, ეს თემა არამარტო მუსლიმებს ეხება, არამედ ქრისტიანებსაც. 

„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, ტრამპი ამ მეთოდით მთელი რეფიონის შენღრევას ახდენს და ამგვარი ნაბიჯები რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია.

„შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - დასძინა ერდოღანმა.

თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა  მევლუდ ჩავუშოღლუმ ,,ტვიტერზე“ დაწერა, რომ ,,ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს რეზოლუციებს“.

საუდის არაბეთის მეფის  სალმანის თქმით, ის ესაუბრა ტრამპს ტელეფონით  და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არის პროვოკაცია მუსულმანებისთვის, მთელ მსოფლიოში.

საუდის არაბეთის სამეფო სასამართლომ ტრამპის განცხადებას ,,უსამართლო და უპასუხისმგებლო“ უწოდა.

არაბთა ლიგის განცხადებით, ეს არის სახიფათო პროცესი, რომელსაც ექნება გავლენა რეგიონზე და ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამერიკის როლს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ირანის თქმით, ეს გადაწყვეტილება ახალი დაპირისპირების რისკს აჩენს. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციით, აშკარაა, რომ აშშ-მ საერთაშორისო რეზოლუციები დაარღვია.

იორდანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდება დაარღვია.

ლიბანის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის პროცესი ირღვევა, მაშინ როცა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ,,სიკვდილით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მშვიდობას ეძებდა“.

საერთაშორისო თანამეგობრობა

პაპი ფრანცისკე: მე არ შემიძლია  ვიყო ჩუმად იმის გამო, რაც ბოლო დღეებში ხდება. ამავე დროს,  მე მოვუწოდებ ყველას პატივი სცენ ქალაქის სტატუს ქვოს, გაეროს რეზოლუციების მიხედვით.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ისრაელისა და პალესტინის მშვიდობის პერსპექტივას.

გუტიერესის განცხადებით იერუსალიმის სტატუსის საკითხი  ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იყოს განხილული.

ევროკავშირისთვის ტრამპის განცხადება შეშფოთების მიზეზი გახდა.

"ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იერუსალიმთან დაკავშირებულ განცხადებაზე, რამაც შეიძლება მშვიდობაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება. ორივე მხარის მისწრაფებები უნდა შესრულდეს და აუცილებლად უნდა მოინახოს მოლაპარაკებების გზა, რათა ორივე სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის სტატუსი გაირკვეს.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განაგრძობენ იერუსალიმის საერთაშორისო კონსესუსის პატივისცემას, სანამ იერუსალიმის სტატუსი საბოლოოდ არ გაირკვევა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველას გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ესკალაცია. აქცენტი უნდა გაკეთდეს მოლაპარაკებების პირობების შექმნაზე, რათა იერუსალიმის სტატუსი საბოლოოდ გადაწყდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ პროცესს', - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მშვიდობაზე.

,,ყველაზე ცუდი რამ, რაც ახლა მოხდება არის ესკალაცია წმინდა ადგილებისა და რეგიონის გარშემო. მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის არსებითია, რა ხდება იერუსალიმში“, - განაცხადა მოგერინიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ,,სამწუხაროა“. ის მხარეებს ძალისხმევისკენ მოუწოდებს  აიცილონ დაპირისპირება ნებისმიერ ფასად.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკერმა ,,ტვიტერზე“ დაწერა, რომ ბერლინი მხარს არ უჭერს ამ პოზიციას რადგან იერუსალიმის სტატუსი მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.  

ჩინეთიც და რუსეთიც ასევე გამოხატავენ  შეშფოთებას, რომ ამ ნაბიჯმა რეგიონში შესაძლებელია დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის თქმით, მისი მთავრობა არ ეთანხმება აშშ-ს გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობის პერსპექტივის თვალსაზრისით რეგიონში, უიმედოა.

,,ბრიტანეთის საელჩო მდებარეობს თელავივში და ჩვენ არ ვგეგმავთ მის გადატანას“, -ნათქვამია განცხადებაში.

პალესტინელები ოკუპირებულ დასავლეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში გაიფიცნენ და გამოდიან ქუჩაში, რათა გააპროტესტონ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.

ისრაელმა ქვეყნის დასავლეთ მხარეში ჯარის დამატებითი ნაწილების განათავსა, რადგან დაძაბულობა მზარდია.

უცხოური მედიის ცნობით, შეტაკებების დროს სულ მცირე 8 პალესტინელი დაშავდა.

ტრამპის განცხადებამ შეცვალა პოლიტიკა, რომელსაც აშშ რეგიონში ათწლეულია ახორციელებს მწვავე საკითხებთან დაკავშირებით. ამას მსოფლიოს შეშფოთება მოჰყვა.

ვაშინგტონის ბევრმა ახლო მოკავშირემ განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ამ ნაბიჯს არ ეთანხმებიან. გაეროს უშიშროების საბჭო და არაბთა ლიგა ამ დღეებში შეიკრიბება და საკუთარ პოზიციაზე იმსჯელებენ.

არსებობს საფრთხე იმისა, რომ ეს განცხადება განაახლებს ძალადობას რეგიონში. პალესტინელების ისმალურმა ჯგუფმა სახელწოდებით ,,ჰამას“  ბრძოლა უკვე დაანონსა.

ფოტო: AFP

წყარო: BBC

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი