მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებების საკანონდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

18:45 12-07-2017
19

პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა.

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა საკანონდებლო პაკეტში შემავალ 99 კანონპროექტს კენჭი ცალ-ცალკე უყარეს.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება.

გარდა ამისა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი იქმნება, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.